Wednesday, January 23, 2013

შიდსი საქართველოში

   დღეში მინიმუმ ერთი ადამიანი ინფიცირდება აივ ვირუსით საქართველოში. შიდსის ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღეში მინიმუმ ერთი ადამიანი ინფიცირდება აივ ვირუსით საქართველოში. შიდსის ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში სულ შიდსის ვირუსით ინფიცირების 2364 შემთხვევაა ოფიციალურად დაფიქსირებული, მათგან 1750 მამაკაცია, 614 კი– ქალი. აივ ინფექციის პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. აივ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს იყო. წელიწადის განმავლობაში 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯერ კიდევ 2010 წლის 25 თებერვლის მონაცემებით, საქართელოს მასშტაბით 61 ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა. დღეს, კი, ეს რიცხვი 67 ადამიანით გაიზარდა. უახლოესი ორი თვის მანძილზე 26 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 10- აჭარაში, ამდენივე სამეგრელოში, 8– იმერეთში.
რაც შეეხება აფხაზეთს, თუ თებერვლის მონაცემებს შევადარებთ, აივ ინფიცირებულების რაოდენობა აფხაზეთში 5 ადამიანით გაიზარდა.
  ფატი გაბუნია, შიდსის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტი, ამბობს, რომ შიდსის ცენტრში (თბილისში) გალიდან და აფხაზეთის სხვა ქალაქებიდან ჩამოდიან.
    თბილისის შემდეგ, აივ ინფიცირების გავრცელების მხრივ, ყველაზე ცხელი წერტილები დასავლეთ საქართველოს რეგიონებია. შიდსის ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29- დან 40 წლამდე მერყეობს. თუმცა, 2010 წელს აივ ინფექცია 2 ბავშვს აღმოაჩნდა. საქართველოში ინტრავენური ნარკომანია, სტატისტიკის მიხედვით, აივ ინფექციის გადადების მთავარი საშიშროებაა. 59% 2364 დაავადებულიდან, ამ გზით არის დაინფიცირებული. ჰეტეროსექსუალური კონტაქტით ინფექცია 34,7% –ს გადაეცა. უახლოესი ორი თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა გადადების ისეთი გზები,როგორიც არის: ვერტიკალური (დედიდან შვილზე) და სისხლის გადასხმით შედეგადად მომხდარი დაინფიცირება.

No comments:

Post a Comment