Thursday, January 24, 2013

რა ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდებათ დაიმფიცირებულებს?

     განსაკუთრებული კრიზისული სიტუაცია მაშინ იწყება, როცა ისინი იგებენ თავიანთ სტატუსს. ამ დროს მათ უჩნდებათ შიში ოჯახის წევრების დაკარგვის, საზოგადოებისგან გარიყვის. სტერეოტიპებისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო ხდება ასეთი ადამიანების გარიყვა, ხშირად მშობლებიც უარს ამბობენ ინფიცირებულ შვილზე. ამიტომ ესეთი ადამიანები მალავენ თავიანთ დაავადებას.
    მეორე კრიზისული სიტუაციაა მკურნალობა. ხშირად უარს ამბობენ მკურნალობაზე რადგან ფიქრობენ, რომ ის მაინც ფატალური შედეგით დამთავრდება. თუ პაციენტი დათანხმდა მკურნალობაზე მას ეწყება სტრესი, რადგან უწევს ყოველდღიურად წამლების მიღება, ეს სტრესი უფრო ხშირად მამაკაცებში ვლინდება. მაგრამ მათი მთავარი პრობლემა, მაინც ის არის, რომ საზოგადოებისგან ისინი უფრო მეტ აგრესიას იღებენ ვიდრე თანადგომას.

No comments:

Post a Comment