შიდსის სიმპტომები




  ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, რომელიც საშუალოდ 3-10 წელს გრძელდება,ინფიცირებული ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს. შიდსი კლინიკურად გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება მრავალფეროვანი სიმპტომატიკით. ყველაზე ხშირად მას ახასიათებს:
· ტემპერატურის უმიზეზო მომატება 1 თვეზე მეტი ხნის მანძილზე;
· ლიმფური კვანძების გადიდება;
· ძლიერი საერთო სისუსტე;
· მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
· გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება
ჩვეულებრივ მკურნალობას;
· ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
· თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
· პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.


გამოყენებული წყარო: http://www.medportal.ge/aqtualuri_tema/shidsi/shidsi.htm
http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&id=1141&cat_id=2

No comments:

Post a Comment