შიდსთან ბრძოლის დღე

   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან, 1 დეკემბერი აღინიშნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. ყოველწლიურად ეს დღე გარკვეულ თემას ეძღვნება, რომელშიც ეპიდემიის რომელიმე ასპექტია ხაზგასმული. 2011 წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის თემაა აივ/შიდსის პრობლემა ქალებსა და გოგონებში, რაც იმით არის გამოწვეული, რომ უკანასკნელ წლებში, მრავალ ქვეყანაში შიდსის ეპიდემიამ მაღალი რისკის ჯგუფებიდან გადაინაცვლა მოსახლეობის ფართო ფენებში და განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა შიდსთან ასოცირებული გენდერული პრობლემები. მითი იმის შესახებ, რომ შიდსი მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის წარმოადგენს რეალურ საფრთხეს, საბოლოოდ განადგურდა.
  საპირველდეკემბრო კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზული პრობლემის ირგვლივ, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე. საქართველოში შიდსის მოსალოდნელ ეპიდემიასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნებისა და სტრატეგიული მხარდაჭერის და მთელი საზოგადოების მობილიზაციის გზით.

                                                       



                                                            წითელი ლენტი

  მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991 წელს შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა.
წითელი ლენტი გამოხატავს: სოლიდარობას - მათ მიმართ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია – ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით, მათ ახლობლებსა და მეგობრებს.
როტესტს - აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ. იმედს - რომ მედიცინა დაიცავს კაცობრიობას განადგურებისაგან.





გამოყენებული წყაროები: http://icode.ge/2011/01/30/“შიდსი-მეგობრობით-არ-გად/
http://www.medportal.ge/aqtualuri_tema/shidsi/shidsi.htm
http://ka.wikipedia.org/wiki/შიდსი


No comments:

Post a Comment